Wednesday, December 17, 2014

ძაღლები

           შინაური ძაღლი (ლათ. Canis lupus familiaris)— რუხი მგლის ქვესახეობა, ძაგლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებული.ძუძუმწოვარი ცხოველები .კატებთნ ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.
ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.
            ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს. ბოლო დროის მონაცემებით ძაღლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველია, მათი რაოდენობა 700 მილიონიდან ერთ მილიარდამდეა
მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.

                             

                            10 უძვირესი ძაღლის ჯიში  

        მსოფლიოში უამრავი ძაღლის ჯიშია და საკმოდ სერიოზული ფასებითაც. მე შემოგთავაზებთ 2011 წელს შედგენილ უძვირესი ჯიშების ათეულს.


10) სიის მეათე ადგილი დაიკავა იაპონურმა "აკიტამ". ეს ძაღლი 1.500$-დან 4.500%-მდე ღირს.9)ჩვენი მეცხე ადგილოსანი გახდა წვერიანი კოლი. მისი ფასი 1000$-დან 5000$-მდე მერყეობს.8)მერვე ადგილს კი ფარაონი მწევარი იკავებს, რომელიც მე პირადად, არც ისე მესიმპათიურება. მისი ფასია 2.500-6.5000$.7)მეშვიდე ადგილზეა ყველასთვის კარგად ცნობილი ტიბეტური მასტიფი. ფასი - 2.200-7.000$.6) როტვეილერი მეექვსეა 2.000-8.000$-ით5) მეხუთე ადგილზეა ბუთქუნა ჩინელი ძაღლი ჩაუ-ჩაუ. მისი ფასი 3.000-8.500 დოლარამდეა.4) აი, რიგით მეოთხე ძვირი ცუგო კი ინგლისური (ბრიტანული) ბულდოგია. მისი ფასი 2.500-დან 9.000 დოლარამდე მერყეობს.3)და მივადექით სამოიედს, თოვლივით ფითქინა ძაღლს, რომლის ფასია მინიმუმ 4, ხოლო მაქსიმუმ - 11 ათასი დოლარი.2)მეორეზეა პატარა სპანიელი. ამ მართლაც ცუგოს მაქსიმალური ფასია 14000$.1) და აი, პირველია გერმანული ნაგაზი, რომელსაც ცუგოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მისი ფასი 3.000-დან იწყება და 24.000$-საც კი აღწევს.მაგრამ ყველაზე ძვირად გაყიდული ძაღლია ტიბეტური მასტიფი "Hong Dong"-ი. მისი ფასი 1.5 მილიონი ამერიკული დოლარია და ეკუთვნის მულტიმილიონერ ლუ ლიანგს. ძაღლის წონა 81 კილოგრამია და სპეციალური დიეტით იკვებება. აი, მისი სურათიც...








ძაღლების გაწვრთნა


ინგლისურიკოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა “Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. 1902 წელს ეს ჯიში ოფიციალურად ცნეს.


ინგლისური კოკერ–სპანიელი არის კვადრატული ფორმის პატარა, პროპორციულად განვითარებული ტანის ძაღლი. თავისი პატარა ზომების მიუხედავად ინგლისური კოკერ–სპანიელი საკმაოდ ძლიერი ძაღლია. გამოირჩევა კარგი მონადირული ინსტიქტით და ყნოსვით. ბეწვის საფარველი მთელ ტანზე სწორი აქვს, მხოლოდ ფეხებზე და ყურებზე აქვს ხუჭუჭა. შეფერილობა მრავალგვარი აქვს, დასაშვებია ერთფერიანი, ლაქებიანი, წინწკლებიანი. წითური, შავი, ორფეროვანი.
ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით,  სპანიელი არის ძალიან დამჯერი, აქტიური, უაღრესად მხიარული ძაღლი. მუდმივად უყვარს თავგადასავლების ძიება. კარგად ეგუება ნებისმიერ ცხოველს.ის მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.




ინგლისური კოკერ–სპანიელი ერთერთი საუკეთესო მონადირე ძაღლია. კარგად განვითარებული ყნოსვის გამო მას იყენებენ პოლიციაშიც ნარკოტიკების აღმოსაჩენად. ის ფართო ძებნის უნარს მოკლებულია, ნაბულს არ აკეთებს, მცირეოდენი შეჩერებით აიძულებს ფრინველს აფრინდეს. რბილი ხასიათისაა და ადვილად იგეშება. გამძლეა ნადირობის დროს. დაუფასებელია დაჭრილ და გამქცევ ფრონველზე, განსაკუთრებით იხვზე ნადირობის დროს. ადვილად შედის წყალში, ეკალ-ბარდში, ლერწმით დაფარულ ჭაობში და გამოაქვს ნანადირევი.ასევე არის დეკორატიული ძაღლი.

                                         

მოვლა –  მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა. საჭიროა მისი ხშირად დავარცხნა, პრობლემურია ყურები, ყურადღება უნდა მიექცეს მათ სისუფთავეს და სიჯანსაღეს. ასევე საგულისხმოა მათიმსუნაგი ხასიათი, არ შეიძლება მათი დოზაზე მეტი საკვებით გადატვირთვა.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-40 სმ. წონა: ხვადი 14-15კგ, ძუ12-14კგ.
 სიცოცხლის ხანგრძლივობა:14-16 წელი.
                              
                        

ინგლისური სეტერი

ინგლისური სეტერი მიღებულია 2 სხვადასხვა ოჯახის შეჯვარებით,
ყავისფერი ,ყავისფერ-წითელი,თეთრი და ე.წ ყავისფერ შავი სეტერის
შეჯვარებით. სეტერი არის მეძებარი ძაღლი შეუძლია მნიშვნელოვანი
ასისტენტობა გაუწიოს მონადირეს,უმეტესად ფრინველზე ნადირობისას.


სახელიდან ვიგებთ რომ ეს ჯიში გამოყვანლილია ინგლისში, სპეციალურად
ფრინველზე ნადირობისთვის. ნადირობს მწყერზე,კაკაბზე ხოხობზე,
ტყის ქათამზე და ა.შ.
რაც შეეხება მის გარეგნულ მხარეს : უმეტესად არის თეთრი,მუქი ყავისფერი და შავი ლაქებით, ოთხივე ფეხზე აქვს გრძელი ბეწვი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, სცვივა ბეწვი ამიტომ საჭიროებს ჩვეულებრივზე  მეტ მოვლას და დავარცხნას. მაგრამ მონადირე სეტერების უმრავლესობას სპეციალურად აქვს მოკლე ბეწვი რომელიც აადვილებს მის მოვლას. რაც შეეხება სეტერის ტემპერამენტს : სეტერს ეძახიან გენტლმენ ძაღლს ,არის ენერგიული და ხალხზე ორიენტირებული,კარგად შეეფერება ოჯახებს რომელთაც შეუძლიათ მისცენ ყურადღება და ,,სამუშაო'' : მონადირის ასისტენტობა. სეტერები არიან ძალიან აქტიურები ამიტო საჭიროა საცხოვრებელი გარემოს სწორად შერჩევა, საჭიროა ივარჯიშონ ყოველდღე და ამოწურონ ენერგია.


                    

ბავშვებთან არიან ხალისიანები და ოჯახს ამით პრობლემას არ უქმნიან. საერთოობაში მათი გაწვრთნა არცთუ ისე ადვილია, მაგრამ რეგულარული ვარჯიშით და წვრთნით შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველ შედეგს.საჭიროა ვავარჯიშოთ სანადირო ტერიტორიებზე,ანუ შევამზადოთ სანადიროთ პრაქტიკით. სეტერები ცხოვრობენ 10-12 წელი,რეგულარული სამედიცინო შეოწმებებით და მკურნალოიტ 13-15 წლამდე. სეტერებს შეიძლება ჰქონდეთ საჭმლის ალერგია. სეტერები 400 წლის განმავლობაში იწვრთვნებოდნენ როგორც მეძებარი ძაღლები, მუშაობდნენ ფრინველის ამოფრენაზე.
საერთოდ სეტერი მიღებული იქნა ესპანური პოინტერის, წყლის პოინტერი და სპანიელის შეჯვერბის შედეგად რათა მიეღოთ უნიკალური ამომფრენი ძაღლის ჯიში: სეტერი რომელიც გამორჩეული იქნებოდა ამტანობით, ფიზიკური ძალით და დიდი ,,ყნოსვის რადიუსით''.



პოინტერი


პოინტერი(ინგლ. pointer < point — ნაბულის კეთება)–ინგლისური ჯიშის მეძებარი ძაღლია, საუკეთესო სამონადირეო თვისებებით– ენერგიული, ტემპერამენტიანი, სწრაფი, გაბედული, გაწონასწორებული და მეგობრული, მკვეთრად გამოხატული სანადირო აზარტით. პოინტერები ძირითადად გამოიყენება ფრინველზე სანადიროდ.



პოინტერი(ინგლ. pointer < point — ნაბულის კეთება)–ინგლისური ჯიშის მეძებარი ძაღლია, საუკეთესო სამონადირეო თვისებებით– ენერგიული, ტემპერამენტიანი, სწრაფი, გაბედული, გაწონასწორებული და მეგობრული, მკვეთრად გამოხატული სანადირო აზარტით. პოინტერები ძირითადად გამოიყენება ფრინველზე სანადიროდ.
სავარაუდოდ პოინტერის ჯიშის საფუძველი ესპანური მოკლებეწვიანი მეძებარი გახდა, რომელიც XVIII საუკუნეში ინგლისში ჩამოიყვანეს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა სელექციონერებმა ჩამოყვანილი ნაგაზები შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან ინგლისური მელიის მადევრთან — ფოქსჰაუნდთან , გრეიჰაუნდებთან, სეტერებთან და სხვ. და მიიღეს თანამედროვე პოინტერის მსგავსი ძაღლები. როგორც ჩანს, XIX საუკუნის დასაწყისში დაამატეს იტალიური და ფრანგული ნაგაზების სისხლიც. ასეა თუ ისე, XIX საუკუნის შუა წლებისათვის პოინტერის ჯიშის ფორმირება დასრულდა. 1891 წელს დაფუძნდა პოინტერის მოყვარულთა კლუბი.




პოინტერები ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. როგორიც არ უნდა იყოს პოინტერის წარმოშობა, ერთი უდავოა, პოინტერი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ალღოთი, სწრაფი შორეული და ფართო ძებნით, მტკიცე ნაბულით. ნანადირევის ნებისმიერ სუნზე მყისიერი რეაქციით, როდესაც ძაღლი დგება ნაბულში, იგი თითქოს ქანდაკებად გადაიქცევა. სხეული უქვავდება, კუნთები დაძაბულია, წინ გამოწეული თავი და  კუდი წარმოქმნიან ერთ ხაზს. საუცხოო სანახავია აწეული კუდი და წინა ფეხი.. და ნადირისკენ მიშვერილი თავი! პოინტერი შესანიშნავი მონადირეა საველე, ჭაობის და ტყის ფრთოსან ნადირზე. ეძებს ნადავლს ჩქარი, ენერგიული გალოპით, სრბოლა მაღალი, ბედაურის მსგავსად. მშვიდი და კეთილშობილი ხასიათი ხდიან მას სასიამოვნო კომპანიონად . ეს ჯიში საჭიროებს რბილ და მომთმენ წვრთნას.




შეფერილობა: ერთიანი, ყავისფერი, შავი, წითელი, ზოგჯერ თეთრი ლაქებით მკერდსა და თათებზე. ამლეკი: შავი–ამლეკი, ყავისფერი–ამლეკი, წითელი–ამლეკი, წინწკლებით. დაშვებულია სამფეროვანი (სხვადასხვა ფერის შეხამება) შეფერილობა. პოინტერის ბეწვი თხელია, მოკლე, მკვრივი, გლუვი, სწორი და ძალიან ბზინვარეა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი: 63–69 სმ. ძუ: 61–66 სმ. წონა: 20–30 კგ. პოინტერს მშვენივრად შეუძლია ცხოვრება ქალაქში, თუმცა ესაჭიროება სივრცე და აქტიური ფიზიკური გაკვეთილები. ეს ჯიში მგრძნობიარეა სიცივისადმი და გაძლიერებული სინესტისადმი. აუცილებელია ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა ჯაგრისით.

კურცჰაარი

კურცჰაარი(გერმ. Kurzhaar), მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე
 თვისებების გასაუმჯობესებლად აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, აქედან საქართველოშიც გავრცელდა. თავისი ამტანობით, კარგი ყნოსვით და საზრიანობით კურცჰაარი მონადირეებს შორის ერთ– ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი გახდა. ეს ძაღლები არიან ენერგიულები, ლამაზი ათლეტური მოყვანილობის, კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემით. მათი სიმაღლეა 62-64 სმ . წონა – 25-32 კგ.




სტანდარტის თანახმად, ამ ძაღლებს უნდა ჰქონდეთ დახვეწილად გამოყვანილი თავი, ფართო შუბლი, ძლიერად წამოწეული ყავისფერი ცხვირი, ყავისფერი თვალები. საშუალო სიგრძის, ბოლოში მომრგვალებული ყურები. ბეწვი მოკლე, ხშირი, შეხებისას უხეშია. ასეთი ბეწვი იცავს მას ეკალბარდებში დაზიანებისაგან და სწრაფად შრება.
შესაძლო შეფერილობა: მთლიანად ყავისფერი, ყავისფერი პატარა ლაქებით მკერდსა და თათებზე, მუქი ყავისფერი ღია ფერის ლაქებით, თეთრი ყავისფერი ლაქებით, შავი ნებისმიერ ზემოთჩამოთვლილ ფერთან ერთად. კუდის 2/3-ს, ან ნახევარს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.



კარგი ყნოსვის წყალობით, კურცჰაარი კარგად ეძებს და მიყვება გაქცეეულ ფრინველს უქარო ამინდშიც. ამ ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ ერთი სახეობის ფრინველზე ნადირობისას გადაერთონ სხვა სანადირო ობიექტზე გარემოებისამებრ. კურცჰაარი კარგად ცურავს და უპრობლემოდ ამოყავს წყლიდან ნანადირევი ფრინველი, ნებისმიერ ამინდში. კურცჰაარით ნადირობენ კუტდღელზეც. კურცხაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი.




თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცხაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. კურცჰაარს თუ კარგად გაწვრთნით ის საუკეთესო დამხმარე და მეგობარია. ის ადვილად ემორჩილება წვრთნას. სწორად გაწვრთნილს არ უნდა ეშინოდეს თოფის ხმის, არ უნდე აქცევდეს ყურადღებას შინაურ ცხოველებს. ის ხასიათით გაწონასწორებული და კონტაქტურია, ამიტომ წვრთნისას კარგი თვისებები უნდა განუმტკიცოთ წახალისებით და მოფერებით, ხოლო უსარგებლო ჩვევები – მკაცრად ვაიძულოთ აღმოუფხვრათ. გაწვრთნისას მოვექცეთ მკაცრად და მშვიდად. კურცხაარის გაყვანა მინდორში ფრინველზე დასაგეშად შეიძლება 5 თვის ასაკიდან. მას შემდეგ რაც კარგად აითვისებს ფრინველზე ნადირობას, შეიძლება ნადირზე გაყვანაც. ამ წვრთნების შემდეგ ძაღლს უნდა ჩამოუყალიბდეს ნადირობის ლტოლვა, მყარი ნაბული, სწრაფად და დამჯერედ ასრულებდეს პატრონის ბრძანებებს.კურცჰაარები ძალიან ერთგულებიარიან თავისი პატრონისადმი,საიმედოები ნადირობისას, არანაირიუამინდობა და რთული რელიეფი არ უფუჭებს მას ნადირობის აზარტს. მას შეუძლია გადაბმულად რამდენიმე დღე ინადიროს. ის მაქოსებური მოძრაობით ეძებს ხშირ ბუჩქნარებში და არ ტოვებს პატარა ადგილსაც დაუმუშავებელს. როდესაც იყნოსავს ფრინველს, კურცჰაარი შეშდება ნაბულით და უცდის პატრონს. მხოლოდ პატრონის ბრძანების შემდეგ ააფრენს ფრინველს. მისი სიმამაცის გამო კურცჰაარს გარეულ ღორზეც ანადირებენ. ის გაბედულად მიდის იერიშზე ამ ცხოველთანაც.
კურცჰაარს შეუძლია ნანადირევის დაცვა, ასევე მოდარაჯე ძაღლის ფუნქციის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, კურცჰაარი არ არის განკუთვნილი ბინაში ცხოვრებისათვის. მაგრამ  ამ ძაღლებს შეუძლიათ შეეგუონ ნებისმიერ პირობებს,ამისათვის  აუცილებელია ხშირად ისეირნონ დღეში მინიმუმ 3 საათი.კურცჰაარები საშუალოდ 12–14 წელს ცოცხლობენ.



                      პატარა ტანის ჯიშის ძაღლები

პატარა ჯიშის ძაღლები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულები არიან თავისი ზომების გამო. ისინი შესანიშნავი კომპანიონები არიან, ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემოს, ადვილია მათი შენახვა. მოიხმარენ გაცილებით ნაკლებ საჭმელს რაც არ მოითხოვს დიდ ფინანსებს, ოთახის პირობებშიც კი მშვენივრად გრძნობენ თავს, არ ჭირდებათ სპეციალური გაწვრთნა, სამოგზაუროდ წასვლისას თავისუფლად შეგიძლიათ თან წაიყვანოთ. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სასტუმროებში პატარა ზომის ძაღლთან ერთად უპრობლემოდ შეგიშვებენ ნომერში.




                საშუალო ტანის ჯიშის ძაღლები

საშუალო ჯიშის ძაღლი შეიძლება ითქვას ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ადამიანისთვის. ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც კორპუსის ბინაში ასევე ეზოიან სახლებში. მათ საცხოვრებლად არ ჭირდებათ დიდი ტერიტორია, მთავარია თქვენი ოთხფეხა მეგობარი დღეში ორჯერ სამჯერ გაასეირნოთ ეზოში. ბევრ მათგანს თავისუფლად შეუძლია თქვენი დაცვა დაუპატიჟებელი სტუმრის თავდასხმისგან. საშუალო ტანის ძაღლების დიდი ნაწილი გამოიყენება სამომსახურეოდ.



                  დიდი ტანის ჯიშის ძაღლები

დიდი ჯიშის ძაღლებს ძირითადად სხვადასხვა ობიექტების დასაცავად და პირად მცველებად იყენებენ. ისინი საუცხოოდ ასრულებენ ამ ფუნქციას. დედამიწაზე ვერ ნახავთ ადამიანს რომელსაც შესწევს ძალა ან ეყოფა გამბედაობა წინ აღუდგეს კავკასიური ნაგაზის თავდასხმას და დაამარცხოს იგი. სხვა ძაღლებისგან განსხვავებით დიდი ჯიშის ძაღლის მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ისინი საჭმელს გაცილებით ბევრს მოიხმარენ, მათი აქსესუარებიც გაცილებით ძვირი ღირს, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალურ გაწვრთნა ამის გარეშე ის შეიძლება საზოგადოებისთვის საშიშ მონსტრად გადაიქცეს. მაგრამ მერწმუნედ ეს ყველაფერი ღირს ამად. როდესაც თქვენს ეზოში უზარმაზარი კავაკასიური ნაგაზი დარბის თქვენ თავს გაცილებით თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნობთ.

1 comment:

  1. CEEK TIGER: A ceramic vs titanium replacement case for
    This is the ideal micro touch titanium trim replacement for a titanium paint color case for mokume gane titanium a case of ceramic or steel in a case benjamin moore titanium that has been made by one of the titanium exhaust tips leading manufacturers in the

    ReplyDelete